სამბა, ფეხბურთი და ჰავაიანა ანუ ამბავი ბრაზილიურ ფლოპებზე
Havaianas ბრაზილიური ფლიპ-ფლოპები - კომფორტი, რომელიც თავისუფლების შეგრძნებას განიჭებს
ის შეგიძლია ჩაიცვა ქალაქში, სახლში, პლაჟზე, აუზზე, ლაშქრობაზე, კაფეში, საყიდლებზე გასვლისას... და თავდაჯერებულად და ლაღად იგრძნო თავი.
დაბადება
ჰავაიანას ფლიპ-ფლოპების (flip-flops) ისტორია ერთგვარად ჯინსისას ჰგავს - ისიც უბრალო მშრომელებისთვის შეიქმნა, თუმცა უკვე დიდი ხანია, რაც მთელ ბრაზილიას, შემდეგ კი მსოფლიოს შეაყვარა თავი.
ჯინსის მსგავსად, ისიც საოცრად დემოკრატიულია: აცვია ყველას - ჩვეულებრივ ადამიანებს და ვარსკვლავებს, ინფლუენსერებს და ფანებს, დიდებს და პატარებს...
ყველა იხდენს, ყველას უყვარს და თითოეულის ინდივიდუალობას უსვამს ხაზს. ზაფხულის, ხალისიანი განწყობის, სილაღისა და დასვენების სიმბოლოდ ქცეული საკულტო ბრაზილიური ფლიპ-ფლოპების განსაკუთრებული უნარი მეგობრობაა - თუ ერთხელ გაიცნობთ, ვეღარასდროს იტყვით უარს მასთან ურთიერთობაზე.
ჰავაიანას ბრენდი ბრაზილიაში დაიბადა 1962 წელს, სახელი პორტუგალიური დაარქვეს (Havaiians - პორტ. „ჰავაიელები“), მისი შორეული, 3000-წლოვანი წინაპარი ეგვიპტელი იყო, უშუალო წინაპარი კი - იაპონელია.
იაპონური ზორის ძირები ბრინჯის მცენარის ჩალისგან არის დამზადებული, ბრაზილიურ ვერსიაში კი ჩალა რეზინით შეიცვალა, რომლის უნიკალური შემადგენლობა დღემდე გასაიდუმლოებულია და რომელიც მის სიგრილეს, კომფორტს და გამძლეობას უზრუნველყოფს.
იაპონური „მარცვალი“ შენარჩუნდა: ჰავაიანას ფლიპ-ფლოპების ძირებს ტერფის მხარეს ბრინჯის მარცვლების ტექსტურა აქვს - Havaianas საფირმო ნიშანი, რაც მას შეუდარებლად კომფორტულს და უზადოს ხდის.
ამ სახეცვლილებამ Havaianas განსკუთრებით მოსახერხებელ, სასიამოვნო, გამძლე ვერსიად აქცია, ფერების, პრინტების და დიზაინის უსაზღვრო შესაძლებლობებით, თუმცა თავიდან ის მხოლოდ ლურჯ და თეთრ ფერებში გამოდიოდა.
ერთხელაც, 1969 წელს წარმოებისას დაშვებული შეცდომის გამო, ფლიპ-ფლოპები მწვანედ შეიღება. მწვანე ვერსია ბაზარზეც აღმოჩნდა და მომხმარებლის რეაქცია იმდენად დადებითი იყო, რომ მალევე სხვა ფერების გამოშვებაც დაიწყო - ყავისფერი, ყვითელი, შავი... ახლა კი ის ყველაზე ფერადი ფეხსაცმელია მსოფლიოში.
კაიპირინია და ჰავაიანა
ჰავაიანა ბრაზილიაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ 1980 წელს ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ ის ბრაზილიელთა ძირითადი პროდუქციის სიაში ჩართო.
მართლაც წარმოუდგენელია ბრაზილიელი, რომელსაც ჰავაიანას ფლოპები არ ჰქონდეს, თან რამდენიმე წყვილი, ცხოვრების სხვადასხვა შემთხვევისთვის.

კაიპირინია და ჰავაიანა
ბრენდი, რომელიც ბრაზილიის ხმაურიან, ენერგიულ და სპონტანურ ცხოვრებასთან ასოცირდება, 90-იანი წლების ბოლოდან მსოფლიოს დაპყრობას იწყებს: ტურისტებს ის საჩუქრად მიაქვთ ახლობლებისთვის, ზოგს კი - გასაყიდად და მისი ცნობადობა და თაყვანისმცემელთა წრე სწრაფად იზრდება.
ჰავაიანა ნელ-ნელა ევროპაში შედის: ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, ბრიტანეთი... 2007 წლიდან Havaianas ოფიციალურად დამკვიდრდა აშშ-ში - მისი ოფისი ნიუ-იორკის Soho-ში გაიხსნა.

1999 წელს მაღალი მოდის ფრანგი დიზაინერის, ჟან-პოლ გოტიეს კოლექციის ჩვენებაში გამოჩენის შემდეგ კი ის ყველაზე ცნობილ, დიდ ბრენდებთან და დიზაინერებთან თანამშრომლობას იწყებს.
2003 წლიდან ჰავაიანას ფლიპ-ფლოპები „ოსკარზე“ გამოჩნდა - ყველა ნომინანტს დაჯილდოებაზე, სპეციალურად დამზადებული ყუთით, ძვირფასი ქვებით მორთულ ჰავაიანას ხელნაკეთ ფლოპებს ჩუქნიან, რადგან გამოსასვლელი ფეხსაცმლის შემდეგ სცენიდან ყველაზე რბილ ფლიპ-ფლოპებში ჩახტომა, როგორც ამბობენ, განსაკუთრებით დიდი სიამოვნება ყოფილა. ამიტომ ჰოლივუდის გადაღებებზე ის თითქმის უნიფორმადაა ქცეული.
2011 წელს ჰავაიანამ ჯადოსნური ექსკლუზიური მოდელები გამოუშვა Disney-ს პოპულარული პერსონაჟების გამოსახულებებით და საბოლოოდ მოიგო პატარების გული.
ჰავაიანამ მსოფლიოს უკვე შეაყვარა თავი - დაბადებიდან სულ რაღაც 6 ათეული წლის შემდეგ ის ოფიციალურად 60-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება, რომელთა შორის 2019 წლიდან საქართველოც არის.
ბრაზილიური ჰავაიანა ქართველების ლაღ ბუნებას, კომფორტის სიყვარულს და გემოვნებით ჩაცმის უნარს კარგად ერგება, ისინი აუცილებლად დამეგობრდებიან, თანაც ძალიან მალე.