6 საუკეთესო სანაპირო ბრაზილიაში, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოაჩინო
ბრაზილია, ტროპიკული სამოთხე და მსოფლიოში მე-5 ყველაზე დიდი ქვეყანა, განთქმულია სულისშემკვრელი სილამაზის სანაპიროებით. ეს ულამაზესი პლიაჟები, რა თქმა უნდა, ჰავაიანას ფლიპ-ფლოპებში გამოწყობილმა უნდა შემიარო, რადგან Havaianas საკულტო ბრაზილიური ბრენდია და პირველად ის სწორედ ამ სანაპიროებზე ეცვათ და აქ შეუყვარდათ.
ახლა კი მოგიყვებით 6 გამორჩეულ ბრაზილიურ სანაპიროზე:
იპანემა, რიო-დე-ჟანეირო
მსოფლიოში განთქმული ეს სანაპირო ფეხით უნდა შემოიარო. ცხოვრების ხალისი, თავისუფლების სიყვარული და მხიარულება იპანემას ხასიათის ნაწილია. განსაკუთრებული ემოციებისთვის მოწრუპე აქაურების საყვარელი კაიპირინია და დაელოდე მზის ჩასვლას.
სანჩოს ყურე, ფერნანდო დე ნორონია
ბაია დო სანჩოს განმარტოებული სანაპირო ნამდვილი თავგადასავლების მოყვარულებისთვისაა, მას ნავით ან კლდეებში გამავალი ვიწრო ბილიკით მიაღწევ. აქ სიმშვიდით, კრისტალივით გამჭვირვალე წყლითა და სნორკელინგით ისიამოვნებ.
ესპელიოს სანაპირო, ტრანკოსო
იგივე “სარკის სანაპირო”, საუკეთესო ადგილია შენი ფერადი ჰავაიანების წარმოსაჩენად - თეთრ ქვიშასაა და ბუნებრივი აუზების სარკესავით წყალში. აუცილებლად საღამომდე დარჩი, აქ მთვარის ამოსვლა საუცხოო სანახავია.
ჯერიკოაკოარა, სეარა
ჯერიკოაკორაზე სულისშემკვრელი დიუნები დაგხვდება. ეს უნიკალური, მომხივლელი სანაპიროა, რომელსაც თავისი სტილი ნამდვილად აქვს.
კოპაკაბანა, რიო დე ჟანეირო
კოპაკაბანა რიოსთვის ისაა, რაც Havaiansa ბრაზილიისთვის, მის გარეშე რიოს ვერც წაარმოოიდგენ. ფეხბურთის თამაში, სამბას ცეკვა, თუ მეგობრებთან შეხვედრა - კოპაკაბანაზე ყველაფერს განსაკუთრებული მუხტი აქვს.
კარნეიროსის სანაპირო, პერნამბუკო
კარენეიროსის პლიაჟი სამოთხის ნაწილია - თბილი ფირუზისფერი წყლით, თეთრი ქვიშით და უკანა ფონზე მოქანავე პალმებით. ბუნებრივი აუზები დაბალ წყალს ქმნის, რაც შესანიიშნავია სნორკელინგისთვის. სან ბენედიქტის პატარა ეკლესია ზუსტად სანაპიროს ზღვარზე ამ ადგილს გამორჩეულ მომხიბლაობას და სიმშვიდეს მატებს.
ბრაზილიის ყველა ეს სანაპირო თავისი უნიკალური ხასიათით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა ხმაურიანი ქალაქის პლიაჟები გიზიდავს, მშვიდი, განმარტოებული ბუნებრიივი სილამაზე, თუ წყლის სპორტი, ბრაზილიაში ყველა გემოვნებისთვის იპოვი სანაპიროს. ასე რომ, დროა ჩაალაგო შენი havaianas ფლოპები და მოემზადო ზაფხულისთვის.